gallery/укц456

სამინისტროს თანამშრომლებისთვის „სახლიდან მუშაობის დღე“ დაინერგა

gallery/notes

თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ (Work for home day) დანერგა.

სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსამსახურეს ეძლევა შესაძლებლობა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თვის განმავლობაში ერთი დღე სახლიდან შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაეთვლება.

სიახლის მიზანია, თანამშრომლებისთვის უფრო პროდუქტიული გარემოს შექმნა. დისტანციური მუშაობის თანმდევი და განუყოფელი შედეგებია მგზავრობის დროისა და საწვავის ხარჯების შემცირება, მოძრაობის განტვირთვა, საჯარო დაწესებულების კომუნალური ხარჯების ეკონომია, მაგრამ ყველაზე მთავარი უპირატესობა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, არის კომფორტულ გარემოში შემოქმედებისა და ინოვაციის გაცილებით უფრო მაღალი პოტენციალი.

ბუნებრივია, სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ პროექტით გამოხატავს ნდობას სისტემაში დასაქმებულების მიმართ და იმედოვნებს, რომ პილოტური პროექტის შედეგები შემდგომი განვრცობის საფუძველი გახდება.

gallery/bufeti_sakvebi

Enter your text here

 

სასკოლო ბუფეტებში არაჯასაღი საკვები აღარ გაიყიდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს - პრობლემა ამ კუთხით წლების განმავლობაში მოუგვარებელია, სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, რაც სპეციალისტების თქმით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში იკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა.

ჯანსაღი საკვები ყიველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა. რეკომენდაცია შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო, სტუდენტების ჩართულობით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიასაც იწყებს- სტუდენტები დაწერენ საკომუნიკაციო სტატეგიას ჯანსაღი კვებისთვის. სამინისტროს ჟიური შეაფასებს და მოწონებულ გუნდთან ერთად გაატარებს აქტივობებს, ამ აქტივობებში სტუდენტები მიიღებენ დამატებით კრედიტებს ან ჩაეთვლებათ პრაქტიკულ გამოცდილებაში.

მსოფლიოს ყველაზე განათლებული ქვეყნები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ სტატიაში წარდგენილია მსოფლიო მასშტაბით ყველაზე განათლებული ქვეყნების ათეული.


1. ნიდერლანდები
ნიდერლანდები - უამრავი ღირსშესანიშნაობის, მაღალი სოციალური დონის, ადამიანთა უფლებების დაცვისა და უმაღლესი სამედიცინო დარგის მქონე ქვეყანაა. სწორად ამიტომ ის მსოფლიოში ყველაზე განათლებული ქვეყნების ათეულში შედის. ნიდერლანდებში ასევე ბევრი ცნობილი სასწავლებელია. უმაღლესი განათლება ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის არის შესაძლებელი. ნიდერლანდებში 579 ბიბლიოთეკა და 1700 კოლეჯი ფუნქციონირებს. წიგნიერობის დონე 72 პროცენტს შეადგენს.

2.ახალი ზელანდია
უმდიდრესი ეკონომიკის მქონე, ახალი ზელანდია ასევე მსოფლიო ერთ-ერთ განათლებულ ქვეყანად ითვლება. განათლების სისტემა სამ დონედ - საბაზო სკოლა, მოზრდილთა სკოლა და უმაღლესი განათლება - არის კლასიფიცირებული. განათლების ნებისმიერი დონე, პირველ რიგში ,ფუნქციონალურ კვლევებზეა დაფუძნებული. ახალი ზელანდიის მთავრობა დიდ აქცენტს საგამანათლებო ინსტიტუტებზე აკეთებს. ახალი ზელანდიის წიგნიერობის დონე - 93 პროცენტია.

3.ავსტრია
ავსტრიელთა 98 პროცენტს წერა-კითხვის უნარი გააჩნია, რაც თავისთავად ქვეყნის განათლების მაღალი მაჩვენებელია. სწავლების პირველი 9 წელი სრულიად უფასოა და ხარჯებს მთავრობა ფარავს,მომდევნო წლების სწავლის საფასურს კი მოქალაქე დამოუკიდებლად ფარავს. ავსტრიაში 23 სახელმწიფო და 11 კერძო უნივერსტიტეტი ფუნქციონირებს. აქედან 8-მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლების ჩამონათვალში შედის.

4. საფრანგეთი
საფრანგეთის საგამანათლებო ინდექსი 99 შეადგენს, რაც მის მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის უმაღლეს განათლების დონეზე მეტყველებს. რამოდენიმე ათეული წლის წინ საფრანგეთის განათლების სისტემა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა. საფრანგეთის უამრავ სასწავლებელს შორის, 83 მათგანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდების მიერ ფინანსდება.

5. კანადა
მსოლფიოში ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ასევე განათლების მაღალი დონით გამოირჩევა. წიგნიერობის დონე - 99 პროცენტს შეადგენს. კანადაში 98 უნივესტიტეტი და 637 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს.

6. შვედეთი
დაწყებითი განათლება შვედეთში სრულიად უფასოა. ქვეყნის საგამანათლებოინდექსი, საფრანგეთის მსგავსად 99% -ს შეადგენს. შვედეთის მთავრობა ყოველი ბავშვის თანაბარი დონის განათლებაზე ზრუნავს. ქვეყანაში 53 უნივესტიტეტი და 290 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს.

7. დანია
მაღალი სასწავლო დონის გარდა დანია ძლიერი ეკონომიკური სისტემით გამოირჩევა. დანიის მთავრობა უამრავ სახსრებს გამოყოფს, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი დონის განათლება მიიღოს. დანიაში სწავლა უფასოა.

8. ისლანდია
ისლანდია მსოლფიოში ყველაზე განათლებული ქვეყნების სამეულში შედის. განათლების სისტემა ოთხ დონედ არის დაყოფილი. 6-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის სწავლება აუცილებელია. სკოლების უმრავლესობას სახელმწიფო აფინანსებს. უმაღლესი განათლება ისლანდიის 82.3 პროცენტ მოქალაქეს გააჩნია.

9. ნორვეგია
ნორვეგიის წიგნიერობის დონე-100 პროცენტია. ქვეყანა მაღალი რანგის სპეციალისტებით არის განთქმული. ქვეყნის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი საგამანათლებო სისტემაზე იხარჯება. ნორვეგიაში განსაკუთრებულად უყვართ წიგნების კითხვა, სწორედ ამიტომ ქვეყანაში 841 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს.

10. ფინეთი
ფინეთი მსოფლიოში ერთერთი უმდიდრესი და განათლებული ქვეყანაა. მრავალი წლის განმავლობაში ფინეთს საკუთარი უნიკალური სწავლების სისტემა გამოიმუშავა. 6-დან 16 წლამდე ბავშვებისათვის სწავლა უფასოა, გარდა ამისა მთავრობა მათ კვებისათვის უამრავ სუბსიდიას გამოყოფს. ფინეთის წიგნიერობის დონე-100 პროცენტს შეადგენს.

მსოფლიოს ყველაზე განათლებული ქვეყნები
www.000webhost.com