უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ – რომელი ქვეყანა ავირჩიოთ?
https://nauka-plus.ru/wp-content/uploads/2017/02/d04a7888e8cf19b9f9707f295858ff17-1

საზღვარგარეთ განათლების მიღების უპირატესობები ყველა ჩვენგანისთვის კარგად არის ცნობილი. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომის მიღებაც და უცხოურ მსხვილ კომპანიებსა და წარმოებებში პრაქტიკის გავლაც, უცხო ენის პრაქტიკაც და პრესტიჟულ უცხოურ კომპანიაში დასაქმების პერსპექტივაც.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა დიპლომი, რომელიც მიღებულია საზღვარგარეთ, ვერ უზრუნველყოფს კარგი სამსახურის შოვნას და მაღალ ანაზღაურებას. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიპლომის მიღება რომელიმე უცხოურ სასწავლებელში, არამედი ისიც, თუ სად, რომელ სპეციალობაზე და როგორ სწავლობდით. ამიტომ, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ ქვეყნის შერჩევას, სადაც უმაღლესი განათლების მიღებას აპირებთ.

იმისათვის, რომ არჩევანის გაკეთება გაგიადვილდეთ, აღნიშნულ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 5 ყველაზე პოპულარული ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი დიპლომი. ჩამოთვლილ ქვეყნებში უცხოელი სტუდენტების განათლებისთვის შედარებით ოპტიმალური პირობებია.

 

1. დიდი ბრიტანეთი
განათლების ინგლისური სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრადიციულია, უცხოელი სტუდენტებისთვის ძალიან მოქნილი და ადაპტირებულია. აქ განათლება ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა (საშუალოდ 10 000 ფუნტი სტერლინგი), თუმცა უცხოელ სტუდენტებს სტიპენდიის მიღების საკმაოდ რეალური შესაძლებლობა აქვთ, რითაც შეუძლიათ საკმაოდ შეამცირონ სწავლის გადასახადი. დიდ ბრიტანეთში მიღებული უმაღლესი განათლების კიდევ ერთი დიდი უპირატესობა არის ის, რომ ბაკალავრიატზე ამ ქვეყანაში სწავლება მხოლოდ სამი წელი მიმდინარეობს, სხვა ქვეყნებში კი ოთხი წელია.

 

2. აშშ
ამერიკული განათლების სისტემის ძირითადი უპირატესობა არის სწავლების ტრადიციულად მაღალი ხარისხი და სპორტული აქტივობებისთვის დათმობილი დიდი დრო. ყველა ამერიკულ უნივერსიტეტში არის სპორტული სექციები და გუნდები, სპორტული აქტივობის გამოჩენა სტუდენტებს სტიპენდიის მიღების შესაძლებლობას უზრდის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული განათლება განსაკუთრებულ უპირატესობებს ფლობს ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, მენეჯმენტის და ბიზნეს-მომზადების მხრივ. ამიტომ, სტუდენტებს, რომლებსაც არჩეული აქვთ შემოქმედებითი პროფესიები ვურჩევთ ყურადღება დაუთმონ სხვა ქვეყნებში სწავლას.

 

3. კანადა
კანადური განათლების სისტემა გამოირჩევა ლოიალური ფასებით, ამერიკულ უნივერსიტეტებთან მჭირდრო ურთიერთობით და შესანიშნავი სამეცნიერო-ტექნიკური ბაზით. უცხოელ სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩვეული სწავლების პროცესთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სერიოზულ სამეცნიერო კვლევებში. კანადური უმაღლესი განათლების უდავო უპირატესობაა ის ფაქტი, რომ იქაური განათლებით სტუდენტებს უფლება აქვთ ადგილობრივად დასაქმდნენ 3 წლის მანძილზე. გარდა ამისა, სწავლის პროცესში უცხოელ სტუდენტებს ნებას რთავენ სწავლის საათებში ფული გამოიმუშაონ (დაახლოებით კვირაში 20 სთ), რაც მათ სწავლის საფასურის შემცირების საშუალებას აძლევს.

 

4. ჰოლანდია
ჰოლანდიის განათლების სისტემის განმასხვავებელი ნიშანი ყველა დანარჩენისგან არის ის, რომ სასწავლო პროგრამები ძალიან მოქნილია, არ არის მისაღები გამოცდები და სწავლება მიმართულია პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე. ჰოლანდიის უნივერსიტეტების უმრავლესობა ცდილობს შექმნას მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი პირობები უცხოელი სტუდენტების სწავლებისთვის, ამიტომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ, ეძლევათ სტიპენდია. თუმცა ჰოლანდიაში სწავლა სტიპენდიის გარეშეც გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

 

5. შვეიცარია
განათლების შვეიცარიული სისტემა მკვეთრად განსხვავდება სხვა ქვეყნების სისტემებისგან. სტუდენტებს სთავაზობენ სწავლის ისეთ სქემას, სადაც სასწავლო სემესტრში შედის ანაზღაურებადი პრაქტიკა, რომლის დროსაც შესაძლებელია არამარტო ცოდნის გამყარება, არამედ სოლიდური თანხის გამომუშავებაც. შვეიცარიული სისტემის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია რამოდენიმე დიპლომის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია შვეიცარიის მხრიდან მსოფლიო უნივერსიტეტებთან მყარი, მეგობრული კავშირით და სხვა უნივერსიტეტების შესაბამისი აკრედიტაციის ქონით. ერთად-ერთი ნაკლი, რაც შვეიცარიულ უნივერსიტეტებს აქვთ, არის ის, რომ უცხოელ სტუდენტებს არ აქვთ საშუალება სამედიცინო ფაკულტეტებზე ჩაირიცხონ.

უმაღლესი განათლების მისაღებად უცხო ქვეყნის შერჩევისას ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება მივაქციოთ არამარტო დიპლომის პრესტიჟულობას, არამედ იმასაც, თუ რამდენად დაგვეხმარება ეს დიპლომი სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების საკითხის მოგვარებაში. ამიტომ, ყურადღების მიქცევა ნამდვილად ღირს ისეთ ალტერნატიულ ვარიანტებზეც, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. მართლია აქაური უმაღლესი სასწავლებლები ზემოთ აღნიშნული ქვეყნების უნივერსიტეტებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, თუმცა მათთვის დამახასიათებელია ლოიალური დამოკიდებულება უცხოელი სტუდენტების მიმართ და ისინი საშუალებას იძლევიან მიიღოთ საერთაშორისო სტანდარტით აღიარებული დიპლომი და ევროკავშირის მასშტაბით სხვადასხვა და საკმაოდ მსხვილ საწარმოებში დასაქმდეთ.

წყარო: http://fulledu.ru

www.000webhost.com